ENG
GEO

«SOS - ბავშვთა   სოფლების»   მიზანია მთელი   ენერგია და რესურსები მოახმაროს ობოლი და მზრუნველობას მოკლებული ბავშვების თავიანთი ქვეყნის საზოგადოებაში ინტეგრაციას, გაუკვალოს მათ მომავალი ცხოვრების გზა, რათა თითოეულმა მათგანმა შეძლოს დამოუკიდებლად და ავტონომიურად ცხოვრება .

საქართველოს   SOS ბავშვთა სოფელი დაარსდა 1989 წელს და იგი არის საერთაშორისო ორგანიზაცია SOS Kinderdorf International- ის წევრი. SOS ბავშვთა სოფლები არსებობს მსოფლიოს 132 ქვეყანაში. დღეისათვის საქართველოს SOS ბავშვთა სოფელში ფუნქციონირებს 2 SOS ბავშვთა სოფელი, სადაც 24 SOS ოჯახი ცხოვრობს; 3 SOS ახალგაზრდული სახლი; SOS საბავშვო ბაღი თბილისი, პროექტი მხიარული ავტობუსი და სხვა პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს საზოგადოების ნაკლებად უზრუნველყოფილი ბავშვებისა და ოჯახების დახმარებას.

ფიფა–ს დახმარება SOS ბავშვთა სოფლებისათვის
("6 SOS ბავშვთა სოფელი 2006 წელს")

FIFA-სა და SOS ბავშვთა სოფლებს შორის თანამშრომლობა დაიწყო 1995 წელს. ამ თანამშრომლობის მიზანია ფეხბურთის მილიონობით გულშემატკივართა ყურადღება მიაპყროს მშობელთა ზრუნვას მოკლებულ და დაუცველ ბავშვებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამჟამად FIFA და SOS ბავშვთა სოფლები ახორციელებენ ერთობლივ საქველმოქმედო კამპანიას «6 სოფელი 2006 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატისათვის». საქართველოს SOS ბავშვთა სოფელმა FIFA-ს ელჩად დაასახელა საქართველოს ნაკრების კაპიტანი და საფეხბურთო კლუბ «მილანის» მცველი, კახა კალაძე.
მხიარული ავტობუსი არის სოციალური ცენტრი ბორბლებზე, მიკროავტობუსი მრავალფეროვანი აღჭურვილობით და პროფესიონალების გუნდი.
მხიარული ავტობუსის გუნდი ოთხი წევრისაგან შედგება, რომლებიც თბილისსა და მის შემოგარენში, როგორც ზაფხულის, ასევე ზამთრის სეზონზე აწყობენ სხვადასხვა სახის სათამაშო/გასართობ ღონისძიებებს.
ამასთან, ზაფხულის პერიოდში მხიარული ავტობუსი მოგზაურობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. მხიარული ავტობუსის ღონისძიებებზე დასწრება უფასოა - ვიწვევთ ყველას. მხიარული ავტობუსის ღონისძიებები დაახლოებით 2-4 საათი გრძელდება. (იხ. მუშაობის გრაფიკი)
 
ყველა ბავშვს აქვს უფლება ჰქონდეს
ოჯახი »